ევროკავშირი მიიჩნევს, რომ “უხეში ბრექსითი” გარდაუვალია

“ბრექსითის” საკითხებში ევროპარლამენტის კოორდინატორის, გი ვერჰოფსტადის განცხადებით, ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გამოსვლა, თითქმის, შეუძლებელია. ამის შესახებ მან “Twitter”-ის საკუთარ მიკლობლოგში დაწერა. “თემთა პალატამ კვლავ ყველა ვარიანტი უარყო. “უხეში ბრექსითი” გარდაუვალი ხდება. ოთხშაბათს, დიდი ბრიტანეთს ბოლო შანსი აქვს, გამოვიდეს ჩიხიდან, ან შეეჯახოს უფსკრულს”, – წერს პოლიტიკოსი მიკრობლოგში. ბრიტანეთის პარლამენტმა, გარკვეული დროის წინ, “ბრექსითის” ოთხი სცენარის მიხედვით კენჭისყრა ჩაატარა – კანონმდებლების ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა შეთავაზებამ მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები