სროლა ინდოეთისა და პაკისტანის საზღვარზე – დაღუპულია 7 და დაშავებულია ათობით ადამიანი

ინდოეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის განვითარებულ სროლას ქაშმირის საზღვრის რაიონში, სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Associated Press”-ი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, პაკისტანის მხრიდან დაღუპულია სამი სამხედრო პირი და ერთი მშვიდობიანი მოსახლე, ხოლო ინდოეთის მხრიდან – ერთი სამხედრო და ორი მშვიდობიანი მოსახლე, რომელთაგან ერთ-ერთი ბავშვია. გარდა ამისა, მომხდარი ფაქტის შედეგად დაშავებულია ხუთი ინდოელი სამხედრო და 18 მშვიდობიანი მოსახლე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები