მოზამბიკში, ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 600-მდე გაიზარდა
ტროპიკული ციკლონის, “იდაის” შედეგად, მოზამბიკში დაღუპულთა რიცხვი 598-მდე გაიზარდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “País”-ი ავრცელებს.
აღსანიშნია, რომ დაშავებულთა რიცხვი 1,6 ათასამდე გაიზარდა. ჯამურად, ციკლონის შედეგად 970 ათასი ადამიანი დაზარალდა. ამ დროისთვის, 32 ათასი ოჯახი ჰუმანიტარულ დახმარებას იღებს. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კვლავ გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ ტროპიკული ციკლონი “იდაი” აფრიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს თავს მარტში დაატყდა. ის მოზამბიკს, ზიმბაბვესა და მალავის ტერიტორიებს შეეხო.