ნიკოლას მადურომ ვენესუელაში სამუშაო დღე შეამცირა
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ბრძანებას ხელი მოწერა, რომლის მიხედვითაც, 1-ელი აპრილიდან ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულება ქვეყანაში გადადის მოკლე სამუშაო გრაფიკზე. ამის მიზეზი ელექტროენერგიის მორიგი მასშტაბური გამორთვა იყო.
“ორშაბათიდან, პირველი აპრილიდან, მე დავამტკიცე ახალი სამუშაო გრაფიკი სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში – 14:00 საათამდე, რათა მოხდეს ნაციონალური ელექტროენერგიის სისტემის სტაბილიზაცია”, – აცხადებს ნიკოლას მადურო. აღნიშნული რეჟიმი შემოღებულია 30 დღის ვადით. ბრძანების ტექსტის მიხედვით, სამუშაო საათების შემცირება, ასევე, ეხება ყველა სასწავლო დაწესებულებას.