გაშიშვლება ბრიტანეთის პარლამენტში – უკიდურესი ზომები “ბრექსითისთვის” (ვიდეო)
”ბრექსითის” ოთხი ვარიანტიდან ბრიტანეთის პარლამენტარები ვერცერთმა დააკმაყოფილა. ეს ნიშნავს, რომ ლონდონი ახლოსაა ე.წ. უხეშ გამოსვლასთან ევროკავშირიდან – მოლაპარაკების გარეშე. ევროპარლამენტში მოვლენების სხვაგვარად განვითარების უკვე არ სჯერათ. სანამ დეპუტატები ხელისუფლებასთან “ბრექსითის” შესახებ დაობდნენ, პარლამენტში აქტივისტი-ეკოლოგები შეიჭრნენ. მათ ტანზე გაიხადეს, მიეყრდნენ შუშის კედელს, რომელიც თემთა პალატას სტუმრებისგან ყოფს. ასე რამდენიმე წუთი გაატარეს, სანამ სამართალდამცავებმა ისინი შენობიდან გაიყვანეს. მომიტინგეების სხეულებმა პარლამენტარების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ დიდი ხნით – არა.