მექსიკა არ შეეცდება, შეაჩეროს ამერიკაში მიმავალი მიგრანტების ნაკადი
მექსიკის ხელისუფლება ცენტრალური ამერიკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებს მიგრაციასთან დაკავშირებით და სურთ, რომ ის გახდეს მიმდევრობითი და უსაფრთხო. ამის შესახებ მექსიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ოლგა სანჩეს კორდერომ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მექსიკას არ სურს, ძალის გამოყენებით შეაკავოს ამერიკაში არალეგალურად მიმავალი ხალხის დაჯგუფებები.
“ამ ხელისუფლებას არავითარ შემთხვევაში სურს, ძალოვანი სტრუქტურები განალაგოს საზღვარზე”, – ციტირებს მინისტრის განცხადებას გაზეთი “La Jornada”.