ალჟირის პრეზიდენტმა, 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა
ალჟირის პრეზიდენტმა, აზიზ ბუტეფლიკმა, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე თანამდებობა დატოვა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Air Arabia” პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ალჟირის 82 წლის პრეზიდენტმა, ბუტეფლიკმა, ადრე განაცხადა, რომ არ აპირებს მეხუთე ვადის პრეზიდენტის პოსტზე კენჭის ყრას. ამასთან ერთად, მან გადაწყვეტილება მიიღო, დაგეგმილი არჩევნების ვადა უფრო გადაეწია.
თავდაპირველად, არჩევნები 18 აპრილს იყო დაგეგმილი, ახლა კი 28 აპრილს ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალჟირის მოსახლეობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გამართა. დემონსტრანტები მის გადადგომას მოითხოვდნენ.