ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რუსეთის საოკუპაციო ბაზებზე სამხედრო წვრთნები დაიწყო

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზებზე ტაქტიკური სწავლებები დაიწყო. წვრთნებში 1,2 ათასი სამხედრო, 200-მდე შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესმდივანი, პოლკოვნიკი ვადიმ ასტაფიევი ავრცელებს.
“სწავლებაში 1 200-ზე მეტი სამხედრო და 200-მდე სამხედრო ტექნიკის ერთეულია ჩართული, მათ შორის – მოდერნიზებული ტანკები Т-72А, თვითმავალი ჰაუბიცა „აკაცია“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2 და უპილოტო საფრენი აპარატები“, – აცხადებს ვადიმ ასტაფიევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები