ჩინეთში, დასაფლავებაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 66 ადამიანი დაშავდა

ჩინეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ბაჩჟოუში, ჰებეის პროვინციაში, დასაფლავებაზე გაზის ბალონის აფეთქების შედეგად 66 ადამიანი დაშავდა.
მომხდარის შესახებ ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შემთხვევა დასაფლავების შემდეგ მოხდა, როდესაც ხალხი სავახშმოდ დასხდა. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები