“ევრაზიული არჩევანის” მომხრეებს კვერცხები დაუშინეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოალიცია “ევრაზიული არჩევანის” მხარდამჭერები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა, რომლებიც “ევრაზიული არჩევანის” აქციას აპროტესტებენ, რუსეთის მომხრეებს კვერცხები დაუშინეს. ამასთან, აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, თუმცა ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომლებიც აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.