ერდოღანი ანკარასა და სტამბულს კარგავს – თურქეთში, არჩევნებზე სენსაცია მოხდა

თურქეთში, 31 მარტს, მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობას ქვეყნის ყველა პროვინციის მოსახლეობა იღებდა. როგორც “ბიბისი” წერს, დაახლოებით, 57 მილიონი მოქალაქე ირჩევდა ქალაქების მერებს, სამოქალაქო საბჭოს წევრებსა და სხვა მუნიციპალური ორგანოების მმართველებს. არჩევნების უსაფრთხოებას 500 ათასზე მეტი სამართალდამცავი უზრუნველყოფდა. ჯერ არასდროს გამოუწვევია მუნიციპალურ არჩევნების ასეთი ინტერესი თურქეთის მოსახლეობაში, როგორც ახლა. ეს პირველი ერთობლივი ეროვნული კენჭისყრა იყო ეკონომიკური კრიზისის დაწყებიდან. ადგილობრივი ექსპერტები დარწმუნებით აცხადებენ, რომ აღნიშნული არჩევნები მკაფიოდ გამოხატავენ თურქეთში არსებულ შეხედულებებსა და განწყობებს, ასევე – მოსახლეობის განწყობას თურქეთის პრეზიდენტის, რაჯეფ ტაეპ ერდოღანის მიმართ, რომელიც, ასევე, პარტიის – “სამართლიანობა და განვითარება” თავმჯდომარეა. აღნიშნულმა პოლიტიკურმა პარტიამ, საბოლოოდ, წააგო მუნიციპალური არჩევნები თურქეთის დედაქალაქში. ხმების 50,89% ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, მანსურ იავაშმა მოიპოვა, ხოლო სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატიულმა პარტიის წარმომადგენელმა, მეჰმეთ ოჟასეკმა, ხმების 47,06% მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები