ვენესუელაში, ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა
ვენესუელის ხელისუფლებამ ქვეყანაში 30 დღის ელექტროენერგიის წარმოების, განაწილებისა და მოხმარების ნორმები შემოიღო. ამის შესახებ ქვეყნის არჩეულმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა. “ეს საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ ენერგიის გენერაციის პროცესი, მისი უსაფრთხო გადაცემა, მომსახურება და მოხმარება”,- განაცხადა მადურომ. ამავდროულად, მან ვენესუელის მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვას ვენესუელა “იმპერიალიზმის თავდასხმებისგან”.