ჩინეთში, ტყის ხანძარს ებრძვიან – დაღუპულია 24 ადამიანი

ჩინეთში, სინჩუას პროვინციაში, უკვე მესამე დღეა ტყის ხანძარი მძვინვარებს, რომლის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახანძრო სამსახური ავრცელებს.
ხანძარი შაბათ საღამოს გაჩნდა. თავდაპირველად, მას 689 მეხანძრე ებრძოდა, რომელთაგან 30 უგზოუკვლოდ დაიკარგა. დღეს, სამძებრო სამუშაოებსა და ხანძრის ჩაქრობის პროცესს ჩინეთის სამხედრო-სახმელეთო ძალებიც შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები