“მიდიხარ ნაცნობ გზაზე, გუშინ იყო ასფალტი, დღეს აღარაა” – ოდესაში დაგებული ასფალტის ქურდები იპოვეს
ოდესის პოლიციის თანამშრომლებმა დაგებული ასფალტის ქურდების დაჯგუფება გამოავლინეს, რომლებიც, წლების განმავლობაში, იპარავდნენ და ყიდდნენ გზის მყარ საფარს ოდესის ტერიტორიიდან. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას პოლიციამ აცნობა.
“ალბათ, ბევრი ყოფილა მსგავს ვითარებაში. მიდიხარ ნაცნობ ქუჩაზე და ხედავ: გუშინ ასფალტი იყო, დღე უკვე აღარაა. იცოდეთ, რომ ეს ბანდიტების ბრალია”, – ჰყვება პოლიციის ლეიტენანტი სიდორენკო. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ქურდობის ადგილზე მთელი დანაშაულებრივი ჯგუფი აიყვანეს. ის, წლების განმავლობაში, იპარავდა და “შავ ბაზარზე” ყიდდა ოდესის ასფალტს. დაჯგუფების წევრებს ნაქურდალის ნაწილი საზღვარგარეთ გაჰქონდათ – ძირითადად, უზბეკეთსა და ყირგიზეთში, ნაწილს ადგილობრივად ყიდდნენ, ნარჩენ მყარ საფარს კი ლომბარდში აბარებდნენ.