ამერიკაში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა
ამერიკის შტატ არიზონაში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო-სამხედრო ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა. მომხდარის შესახებ ტელეარხი “CNN”-ი იუწყება.
ავიაკატასტროფა ქალაქ იუმასთან ახლოს, ადგილობრივი დროით, გუშინ – 20:45 საათზე მოხდა. მედიის ცნობით, შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. აშშ-ის საზღვაო ძალების ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დაღუპულთა სახელები, ჯერჯერობით, არ სახელდება, ვინაიდან მათი ახლობლები ტრაგედიის შესახებ ინფორმირებულები არ არიან.