პეტიციამ “ბრექსითის” გადადების შესახებ 6 მილიონ ხელმოწერაზე მეტი შეაგროვა
პეტიციამ “ბრექსითის” გაუქმების მოთხოვნისა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენის შესახებ, 31 მარტის ჩათვლით, 6 მილიონ ხელმოწერაზე მეტი შეაგროვა. აღნიშნულმა პეტიციამ ყველაზე მეტი გამოხმაურება მოიპოვა, რაც კი აქამდე დიდ ბრიტანეთში ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პარლამენტი ავრცელებს.
ბრიტანეთის ხელისუფლების თავდაპირველი განცხადებით, ის არ აპირებს “ბრექსითზე” უარის თქმას, ვინაიდან პატივს სცემს 2016 წლის რეფერენდუმს. ხელმოწერების შეგროვება 20 თებერვალს დაიწყო. 18 მარტისთვის, 10 ათასამდე ხელმოწერა იქნა შეგროვებული, ხოლო 20 მარტისთვის – 100 ათასი. მომდევნო დღეს კი, ხმების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა.