ერდოღანის პარტიამ თურქეთის დედაქალაქში არჩევნები წააგო
სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატიულმა პარტიამ, რომლის სათავეშიც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ თაიპ ერდოღანია, ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში მუნიციპალური არჩევნები წააგო. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ხმების 99%-ის დათვლის შედეგად, ხმების 50,89% ოპოზიციური სახალხო-რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, მანსურ იავაშმა მოიპოვა, ხოლო სამართლიანობისა და განვითარების კონსერვატიულმა პარტიის წარმომადგენელმა, მეჰმეთ ოჟასეკმა, ხმების 47,06% მიიღო.