უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ვლადიმირ ზელენსკისა და პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება. ცნობილია ეგზიტპოლის პირველადი შედეგები, რომლის თანახმადაც, მსახიობსა და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკის ამომრჩეველთა ხმების 30,4% აქვს,  ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს 17.8 პროცენტი.

მესამე ადგილზე ყოფილი პრემიერმინისტრი იულია ტიმოშენკოა 14.2 პროცენტით.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვევა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები