უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც 39 კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორის არჩევნებზე საკუთარ ძალებს მეორედ მოსინჯავს უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. კანდიდატებს შორის ასევე არიან შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, პარტია „ბატკივშჩინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო.
ქვეყნის ტერიტორიაზე 199 საარჩევნო ოლქია. სულ 29 888 საარჩევნო უბანი მოქმედებს, საზღვარგარეთ კი 101 საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი.
წელს საარჩევნო უბნები არ გახსნილა რუსეთის ტერიტორიაზე,  უკრაინის ხელისუფლებამ არჩევნებზე რუსი დამკვირვებლების დაშვებაზეც უარი თქვა.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება. იმ შემთხვევაში, თუ 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ აიღებს, 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები