ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-ს აჭარბებს
ირანში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. სტიქია, რომელიც გადაუღებელ წვიმებს მოჰყვა, ქვეყნის რამდენიმე პროვინციას გასულ კვირას დაატყდა თავს.
21 ადამიანი ფარსის, 7 გოლესტანის, 5 მაზენდერანის, 3 კი ჩრდილოეთ ჰორასანის პროვინციაში დაიღუპა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.