სომალიში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
სომალის დედაქალაქ მოგადიშოში აფეთქების შედეგად დაიღუპა 15 და დაშავდა 20-მდე ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმა სომალის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ალ-შაბააბმა“ აიღო.
აფეთქების შედეგად ორი რესტორანი და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომი ავტომობილები დაზიანდა.