“რამდენიც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული”

“რამდენიც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა. მისი თქმით, რეალობა არის ის, რომ საქართველო, უფროდაუფრო, წინ მიიწევს, პროგრესირებს და ამას საერთაშორისო საზოგადოება და პარტნიორები აღიარებენ.
„ჩვენ გვაქვს ფაქტები და არამხოლოდ სიტყვები. რამდენიც უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ, რომ საქართველო გამქრალია რადარებიდან, შედეგი გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული. რეალობა არის ის, რომ საქართველო სულ უფროდაუფრო წინ მიიწევს, პროგრესირებს. ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები. ეს გამოიხატება მათ პოლიტიკურ მხარდაჭერაში, პრაქტიკულ თანამშრომლობაში და ეს ეხება ევროკავშირს, ნატო-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა იმ ქვეყანას, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ეს კავშირები სულ უფროდაუფრო მყარდება – ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებით”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
აღნიშნულ საკითხზე დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
„ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი და ახალი „ფეიკნიუსები” უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალებისგან, ვითომ, საქართველო არ ფიქსირდება დასავლეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში და, ვითომ, ჩვენ გავქრით რადარებიდან, ეს არის ტყუილი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები