ადამიანები ცეცხლმოკიდებულ შენობაში არიან მომწყვდეულები – Live
ხანძარია ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში. იწვის 19-სართულიანი შენობა, რომელშიც მრავალი ოფისია განთავსებული. ადგილიდან პირდაპირი ეთერი აქვს ჩართული გამოცემა „დეილი მეილს“. როგორც გამოცემა იუწყება, ამ დროისთვის, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის; თუმცა, გავრცელებული ფოტოსურათებიდან და თვითმხილველების მონაყოლიდან ცნობილი ხდება, რომ ადამიანები ამ ცათამბჯენში მომწყვდეულები არიან. ზოგი მათგანი თავად ცდილობს გადარჩენას და ფანჯრებიდან ხტება. ასევე, თვითმხილველების თქმით, ისმის ადამიანების ყვირილი ცეცხლმოკიდებული შენობიდან. ადგილზე რამდენიმე სახანძრო სამსახურის ბრიგადა მუშაობს. ისინი ცეცხლის ლიკვიდაციასა და ადამიანების გადარჩენას ცდილობენ.