რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე გათავისუფლდნენ

რეზო თაბუკაშვილი და რეჟისორი გიო მგელაძე პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ – ამის შესახებ „კვირას“ რეზო თაბუკაშვილის დედამ მედეა თაბუკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ამჟამად ექსპერტიზა დაინიშნა და  დასკვნის შემდეგ, რეზო თაბუკაშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება.
„ამჟამად ადვოკატი არ გვყავს, ადვოკატს სასამართლოს დანიშვნისას ავიყვანთ. ჩემი შვილის საქციელს არ ვამართლებ. არ მსურს სხვა დეტალებზე საუბარი, ისედაც დიდი სტრესი მივიღეთ ოჯახმა ამ ინციდენტის გამო“ – აღნიშნა მედეა თაბუკაშვილმა.
თავად რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) “კვირასთან“ არ საუბარს და მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ვაკეში, აბაშიძის 22-ში, ლიტერატურულ კაფეში, ზურა ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას თავს დაესხნენ. ჭიაბერაშვილს თავი აქვს გატეხილი, ლადარიას კი სახეში ცხელი ჩაი შეასხეს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილს და ნოდარ ლადარიას რეზო თაბუკაშვილი და გიო მგელაძე დაესხნენ თავს. ზურაბ ჭიაბერაშვილზე და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120 -ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები