ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით, საქართველოში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა (ფოტო, ვიდეო)

ახალქალაქში, სტამბულიდან პირველი სატესტო სამგზავრო მატარებელი შემოვიდა. ის შვეიცარიიდან საქართველოში სარკინიგზო ხაზებით ჩამოვიდა და ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე იმოძრავებს. აღნიშნული მატარებელი განკუთვნილია საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ბაქო-თბილისი-ყარსი-სტამბული. მატარებელი 160კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. ის, ამ დროისთვის, ახალქალაქის სადგურშია და რკინიგზის ქართულ მონაკვეთს სატესტო რეჟიმით გაივლის. ზემოთ აღნიშნული მარშრუტის გავლით არა მარტო რამდენიმე საერთაშორისო საზღვრის გადაკვეთა ხდება, არამედ – ვაგონების ჩანაცვლება, რაც მატარებლის გაჩერების გარეშე ხდება. ეს სისტემა შემუშავებულია კომპანია “Stadler”-ის მიერ. მატარებელი კომფორტულია. ის ხუთი სხვადასხვა ტიპის 30 საძილე ვაგონს მოიცავს. თითოეული ვაგონი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო ატრიბუტიკით და აქვს საკუთარი სველი წერტილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები