პენტაგონმა აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად მილიარდი დოლარი გამოყო

პენტაგონმა ერთი მილიარდი აშშ დოლარი გამოყო აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად, რომლისთვის ამერიკის პრეზიდენტმა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი “ბლექაუთი” გამოაცხადა ქვეყანაში. აღნიშნული თანხა დაიხარჯება 91 კილომეტრის სიგრძის კედლის ასაშენებლად ქალა იუმასა და ელ-პასოს რაიონში. ეს პირველი ტრანზაქციაა, რომელიც კონგრესის ნებართვის გარეშე გაიცა. პენტაგონის მიერ გამოყოფილი თანხა, ასევე, გზების რეაბილიტაციისა და განათების დამონტაჟებისთვის იქნება გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები