“ბრექსითის” გამო, ბრიტანეთის პარლამენტის სამი წევრი თანამდებობას ტოვებს

დიდ ბრიტანეთში, პარლამენტის სამი წევრი, რომელიც არ ეთანხმება პრემიერმინისტრის, ტერეზა მეის პოლიტიკას “ბრექსიტთან” დაკავშირებით, თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას “ВВС” ავრცელებს. კერძოდ, თანამდებობას ტოვებენ ბიზნესისა და წარმოების მინისტრის მოადგილე, რიჩარდ ჰარინგტონი; საგარეო მინისტრის მოადგილე, ალისტერ ბერტი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სტივენ ბრაინი. ჰარინგტონი მეის ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს: “რულეტკას თამაშობს ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობის ცხოვრებისა და საარსებო საშუალებებით, რომლებიც მუშაობენ, ან სხვაგვარად არიან დამოკიდებულნი ბიზნესზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები