კანადა არ აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს გოლანის მაღლობებზე
კანადის საგარეო უწყების განცხადებით, ის არ აღიარებს ისრაელის სუვერენიტეტს გოლანის მაღლობებზე. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. “საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარე, კანადა არ აღიარებს ისრაელის მუდმივ კონტროლს გოლანის მაღლობებზე. კანადის აღნიშნული პოზიცია უცვლელია”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში. კანადის საგარეო უწყების განცხადებით – “ძალის გამოყენებით ტერიტორიის ანექსია, საერთაშორისო სამართლით, აკრძალულია”