ყაზახეთში, სამი ავტობუსის შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა – არიან დაშავებულებიც (ვიდეო)

ყაზახეთის დედაქალაქში სამი ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი – 26 წლის მგზავრი გოგონა და ერთ-ერთი ავტობუსის 66 წლის მძღოლი. დაშავებულია, ასევე, 27 ადამიანი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Tengrinews”-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ერთ-ერთი ავტობუსი ორ დანარჩენს შეეჯახა; ამასთან ერთად, სასწრაფო დახმარების მანქანასაც შეეხო. ავარიის დროს, კიდევ რამდენიმე ავტომობილიც დაზიანდა. ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები