ბრიტანეთის პარლამენტმა “ბრექსითიზე” კონტროლი მოიპოვა
დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ “ბრექსითიზე” კონტროლი მოიპოვა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Bloomberg”-ი ავრცელებს. მათი ცნობით, პარლამენტი, 27 მარტამდე, განიხილავს ვარიანტებს, თუ როგორ უნდა გამოვიდეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩატარდება რიგი კენჭისყრები; კერძოდ კი პარლამენტი, კენჭს უყრის ევროკავშირთან მოლაპარაკების საკითხს. როგორც ცნობილია, აღნიშნული ინიციატივა “კონსერვატიული პარტიის” წევრს, ოლივერ ლეტვინს ეკუთვნის. მას მხარი 329 პარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი 302 წევრი იყო.