ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის (ფოტო)

ბაქოში, სავაჭრო ცენტრ “დიგლასში” ხანძარი გაჩნდა. ხანძარი სავაჭრო ცენტრის ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა და ცეცხლი მეოთხე სართულამდე გავრცელდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Trend”-ი ავრცელებს. მათი ცნობით, შემთხვევის ადგილზე ათობით სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული. ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები