ახალი ზელანდიის ტერაქტის მიმდევრებმა ამერიკაში მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს

ამერიკის შტატ კალიფორნიაში მდებარე მეჩეთში განზრახ გაჩენილი ხანძრის საქმეს იძიებენ, ვინაიდან შენობასთან აღმოჩენილი იყო წარწერა, რომელიც ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტს უკავშირდება. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “Los Angeles Times”-ი ავრცელებს. შემთხვევა დილით ადრე, ქალაქ ესკონდიდოში მდებარე მეჩეთში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, შენობაში, იმ დროისთვის, 7 ადამიანი იმყოფებოდა. მათ თავად მოახერხეს, ცეცხლმაქრის საშუალებით ხანძრის ჩაქრობა – მეხანძრეების მოსვლამდე. ადგილობრივი მუსულმანური კავშირის წევრის, იუსეფ მილლერის თქმით, საბედნიეროდ, ხანძარი დილის ლოცვებამდე გაჩნდა და შენობაში ბევრი ხალხი არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები