ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე საქართველოს და ირანის მოქალაქე დააკავეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვები პუნქტის, “სადახლო-საავტომობილოს” ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი აღმოაჩინეს. როგორც “კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 26 მაისს სომხეთიდან შემოვიდა ირანის მოქალაქე მ.ა., რომლის კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა 259 აბი Shafa-Acetaminophen Codeine 300/10 – აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის შსს-ს მარნეულის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანის ორი ფაქტი გამოავლინეს ასევე საბაჟო გამშვები პუნქტის, “ვალეს”, ტერიტორიაზე. კერძოდ, 8 აბი DIPHENOXYLATE შემოჰქონდა თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის მოქალაქე მ.ტ.-ს, ხოლო საქართველოს მოქალაქე ს. ე.-ის კუთვნილ ბარგში DIPHENOXYLATE – 15 აბი და Acetaminophen-codeine – 8,5 აბი აღმოჩნდა. აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირებისათვის შსს საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები