მიანმარში, სამშენებლო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა – დაღუპულია 16 ადამიანი
მიანმარში, შტატ შანში, სამშენებლო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 48 დაშავდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “სინხუა” ავრცელებს. აფეთქება გუშინ გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივი კორესპონდენტის თქმით, აღნიშნულ რაიონში სამედიცინო დახმარების გაწევა, დაშავებულების რაოდენობიდან გამომდინარე, გართულდა; ამიტომ, მათ ჩინეთში აგზავნიან. აღსანიშნია, რომ სარემონტო მასალების საწყობში, ასევე, გაზის ბალონები და ფეთქებადი ნივთიერებები ინახება.