ისრაელმა ღაზას სექტორთან საზღვრები ჩაკეტა და ჯარის მობილიზება გამოაცხადა
ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ქვეყნის ჯარმა ღაზას სექტორთან დამატებითი ძალები გაგზავნა და რეზერვისტების შეზღუდული მობილიზაცია დაიწყო. “გენერალური შტაბის უფროსის მიერ ვითარების შეფასების შემდეგ, ამ დროისთვის, სამხრეთისკენ ორი დამატებითი ბრიგადა გავაგზავნეთ. მიმდინარეობს რეზერვისტების შეზღუდული მობილიზაცია კონკრეტული ქვედანაყოფებისთვის”, – ნათქვამია ისრაელის ჯარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, ისრაელის სამხედროებმა ღაზას სექტორთან ორი გამშვები პუნქტი – ერესი და ქერემ შალომი დახურეს.