ყაზახეთში ნავთობის ჭაბურღილი იწვის (ვიდეო)

ყაზახეთში ნავთობის საბადო “კალამკასის” ჭაბურღილი იწვის. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. “25 მარტს, დილის 7:10 საათზე, მანგისტაუსკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამორიგეო-სადისპეჩერო პუნტქში შეტყობინება შემოვიდა, რომ მანგისტაურკის რაიონში, ნავთობსაბადო “კალამკასის” ჭაბურღილში ხანძარია”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში. მათი ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოყოლია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები