თამარ ჩუგოშვილი: საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა

პარლამენტის თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს საქართველოში უმნიშვნელოვანეს მოვლენად აფასებს.
ამასთან, ის მიიჩნევს, რომ მაღალი რანგის შეხვედრებზე კონკრეტულ თემებზე იქნება საუბარი, რომლებიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით არის მნიშვნელოვანი.
„ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში, ბუნებრივია, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ნატო არის ჩვენი მისწრაფების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და მაშინ, როდესაც ჩვენ წევრი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ გვაღიარებს, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს იმ წვლილის გამო, რომელიც შეგვაქვს გლობალურ უსაფრთხოებაში, ეს ვიზიტი, ერთი მხრივ, არის დამატებითი მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს მნიშვნელობისა ნატოსთან მიმართებით თანამშრომლობის კუთხით; მაგრამ, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი რანგის შეხვედრებზე საუბარი იქნება კონკრეტულ თემებზე, რომლებიც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით არის მნიშვნელოვანი”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები