კარლ ჰარცელი: იენს სტოლტენბერგის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატოს მიმართულებით მიდის

“სტოლტენბერგის ვიზიტი იმ მნიშვნელოვან წვრთნებს ემთხვევა, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ევროპისა და ნატოს მიმართულებით მიდის.
სტოლტენბერგის ვიზიტი იმ მნიშვნელოვან წვრთნებს ემთხვევა, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს. ევროკავშირი მხარს ნამდვილად უჭერს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობას. ვფიქრობ, ეს ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობაა, რომ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ნატოსა და საქართველოს შორის, რომელიც ისედაც არსებობს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ და მხარი ძალიან მყარად დავუჭიროთ“, – განაცხადა ელჩმა.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგი ოფიციალურ ვიზიტებს თბილისში დღეს მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები