ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელში საცხოვრებელ სახლს დაეცა
რაკეტა, რომელიც ღაზას სექტორიდან იქნა გაშვებული, ისრაელში საცხოვრებელ სახლს დაეცა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ТАСС” ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. “რაღაც დროის წინ, პოლიციამ მიიღო შეტყობინება სარაკეტო დარტყმის შესახებ დასახლებულ პუნქტში. რაკეტა სახლს მოხვდა და მას ცეცხლი გაუჩნდა”, – ნათქვამია პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.
მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვნებიც. “მედიკოსები ექვს ადამიანს უწევენ დახმარებას, მათ შორის – 50 წლის ქალსა და მცირეწლოვან ბავშვს”, – აცხადებენ სასწრაფო დახმარების ცენტრში.