იაპონიაში, ამერიკის სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა
იაპონიის ცენტრალურ კუნძულ ოკინავაზე, ამერიკის საზღვაო სამხედრო ბაზაზე, აფეთქება მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “NHK” ავრცელებს. მათი ცნობით, დაცულ ობიექტზე უცნობმა პირმა შეაღწია და ღობის ნაწილი გააფუჭა. ბოროტმოქმედმა შენობასთან გაზის ბალონი დადო და ააფეთქა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.