ნიდერლანდებში 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში 3 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. ამის შესახებ The Publics Radio წერს.
პროკურორების განმარტებით, ეჭვმიტანილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ის ტრამვაიში განხორციელებული თავდასხმისას მარტო მოქმედებდა. 37 წლის, თურქული წარმოშობის გოკმან ტანისი ტერორისტული განზრახვით მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნაშია ბრალდებული.
ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმას 19 მარტს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
თავდასხმა 18 მარტს, დილით მოხდა. შეიარაღებულმა პირმა ტრამვაის ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. დამნაშავე პოლიციამ იმავე დღეს დააკავა.