ათენში, რუსეთის საელჩოს ხელყუმბარა ესროლეს
ათენში, რუსეთის საელჩოსთან მდებარე პოლიციის საგუშაგოს ხელყუმბარა ესროლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობასთან ორმა უცნობმა ადამიანმა მოტოციკლით მოიტანა. მათ ხელყუმბარა რუსეთის საელჩოსთან მდებარე პოლიციის საგუშაგოში შეაგდეს. აღნიშნული ფაქტი, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, ღამის სამ საათზე მოხდა. შენობაში, იმ დროისთვის, არავინ იმყოფებოდა; შესაბამისად, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.