ჩეხეთში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია ორი ადამიანი

0

ჩეხეთში, სოფელ სლავონოვოსთან ახლოს, ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ტელეარხი “Ceska Televize”-ი იუწყება. ვერტმფრენს, ჩამოვარდნის შემდეგ, ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ის კერძო კომპანიას ეკუთვნოდა. ავიაკატასტროფა საწვრთნელი ფრენის დროს მოხდა. პოლიცია მომხდარს იძიებს. “კატასტროფის ადგილზე ნაპოვნია ორი სხეული”,- აცხადებს ერთ-ერთი მაშველი.

კომენტარები

კომენტარი