დონალდ ტრამპმა ისრაელის ტერიტორიების გაფართოება გადაწყვიტა
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს, გოლანის მაღლობები ისრაელის ქვეყნის ტერიტორიის ნაწილად გამოაცხადოს. გოლანის მაღლობის კუთვნილება – ეს ისრაელისა და სირიის კონფლიქტის ძირითადი მიზეზია, რომელიც უკვე ათწლეულებია, გრძელდება. როგორც დონალდ ტრამპი მიიჩნევს, ამ მაღლობებს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ისრაელის უსაფრთხოებისთვის რეგიონში სტაბილურობისთვის. ამ განცხადების შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნატანიაჰუმ დაურეკა დონალდ ტრამპს და უთხრა, რომ ის “ისტორიას ქმნის”.
“52 წლის შემდეგ, ამერიკისთვის დადგა დრო, აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომლებიც, სტრატეგიულად, ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონალური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!”,- წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ტრამპის განცხადებაზე ევროკავშირმა უკვე მოახდინა რეაგირება – ისინი აცხადებენ, რომ არ აღიარებენ მაღლობებს ისრაელის ნაწილად. ასეთივე განცხადება თურქეთმაც გააკეთა.
1967 წლამდე, გოლანის მაღლობები სირიის ნაწილი იყო; მაგრამ ექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელმა მათი დასავლეთ ნაწილის ოკუპირება მოახდინეს, შემდეგ კი ეს ტერიტორია საკუთარ სუვერენულ ტერიტორიად გამოაცხადეს. “გაეროს” უსაფრთხოების საბჭომ ეს გადაწყვეტილება არ აღიარა და არაერთხელ მოუწოდებდა, ისრაელში გოლანის მაღლობები სირიისთვის დაებრუნებინა.