ახალი ზელანდიის ტერორისტს სამუდამო პატიმრობა ემუქრება
ტერორისტს, რომელმაც კრაისტჩერჩის მეჩეთში 50-მდე ადამიანი მოკლა, სამუდამო პატიმრობა ემუქრება, ამის შესახებ ახალი ზელანდიის ვიცეპრემიერმა, უინსტონ პიტერსმა განაცხადა.
“ეს ყველა ჩვენგანზე თავდასხმა იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი სამართლებრივი გამოძიება მიმდინარეობს ქვეყნის ისტორიაში. ტერორისტი დარჩენილ ცხოვრებას საკანში მარტო გაატარებს”, – განაცხადა პიტერსმა. შეგახსენებთ, რომ, გასულ პარასკევს, ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისჩერჩში, ორ მეჩეთში სროლა მოხდა, რომლის შედეგადაც, პოლიციის ბოლო ინფორმაციით, 50 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 50 კი დაშავდა. ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა, ჯასინდა არდერნამ, აღნიშნულ ფაქტს ტერაქტი უწოდა. აღნიშნულ ფაქტზე, ბრალი 29 წლის ავსტრალიელს, ბრენტონს ტარრანტუს ედება.