ბულგარეთში, საცხოვრებელ სახლთან ბომბი აფეთქდა
ბულგარეთში, ქალაქ პერნიკში, საცხოვრებელ სახლთან ბომბი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას სააგენტო “Nova” ავრცელებს.
აღნიშნულმა ფაქტმა მხოლოდ მატერიალური ზარალი გამოიწვია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა, ამ დროისთვის, არავის აუღია. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება, ჯერჯერობით, არ არსებობს.