ტოკიოს აეროპორტში, ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

ტოკიოს საერთაშორისო აეროპორტში, ავიაკომპანია “Air Japan”-ის სატვირთო ბოინგ 767 საერთაშორისო საფოსტო სამსახურის “FedEx”-ის თვითმფრინავს შეეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Kyodo” ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, ორივე თვითმფრინავი ერთმანეთს ბორტის უკანა, ე.წ. კუდის ნაწილებით შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები