საფრანგეთში, პიკანტური ფოტოების გავრცელების გამო, მერმა თანამდებობა დატოვა

საფრანგეთის ქალაქ გავრის მერმა, ლიუკ ლენობიემ, თანამდებობა თავისი პიკანტური ფოტოს გავრცელების გამო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი “Le Figaro” ავრცელებს.
გაზეთში აღნიშნულია, რომ 50 წლის ლემონიეს პიკანტური ფოტოები მუნიციპალიტეტის თანამშრომლებსა და პრემიერმინისტრს პირად შეტყობინებებში მიუვიდათ. მიმდინარე კვირის დასაწყისში, ქალბატონმა, რომელმაც საკუთარი ვინაობა არ გაამხილა, რადიო “France Bleu Normandie”-ში განაცხადა, რომ ლემონიე მის მოხიბვლას ცდილობდა – პიკანტური ფოტოებით. ქალბატონმა თქვა, რომ ფოტოები თავად გააგზავნა.
ჩინოვნიკი კატეგორიულად უარყოფს ქალბატონის სიტყვებს. “გადავწყვიტე, თანამდებობა დამეტოვებინა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ და განიმარტება ჩემი ოჯახისა და ახლობლების დაცვის აუცილებლობით”,- განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები