ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში, აფეთქება მოხდა – დაღუპულია ექვსი ადამიანი
ჩინეთის აღმოსავლეთით, ქიმიურ ქარხანაში, აფეთქება მოხდა. შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “Интерфакс”-ი ავრცელებს. მათი ცნობით, დაშავებულია 30-მდე ადამიანი. აღნიშნული ფაქტი კომპანია “Tianjiayi Chemical”-ის ქარხანაში მოხდა, რომელიც პრესტიციდებს აწარმოებს.
როგორც ცნობილია, აფეთქების ტალღამ გვერდით მდებარე შენობების ფანჯრები ჩაამტვრია, მათ შორის – სკოლისაც. ასევე, დაზიანებულია ათობით ავტომობილი, რომელიც ქარხანასთან იყო გაჩერებული. აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.