ბირმინგემში, ღამის განმავლობაში, ოთხ მეჩეთს თავს დაესხნენ (ვიდეო)

ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში, წუხელ ღამის განმავლობაშიმ ოთხ მეჩეთს თავს დაესხნენ. შენობებში ჩამტვრეულია ფანჯრები. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. “ჯერჯერობით, ჩვენ არ ვიცით გასული ღამის თავდასხმის მოტივი”, – აცხადებს ადგილობრივი პოლიციის უფროსი, დეივ ტომპსონი.
პოლიციის ინფორმაცით, პირველი თავდასხმა ღამის 02:30 საათზე მოხდა. უცნობმა მამაკაცმა, დიდი ჩაქუჩის გამოყენებით, ერთ-ერთი მეჩეთის ფანჯრები ჩაამტვრია. მოგვიანებით, კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა. პოლიციამ პატრულირება დაიწყო ქალაქში განლაგებული მეჩეთების რაიონებში. მათი დასკვნით, ღამის განმავლობაში, თავდასხმა ოთხ მეჩეთზე გახორციელდა.
შეგახსენებთ, რომ, გასულ კვირას, ახალ ზელანდიაში, ტერორისტი ორ მეჩეთს დაესხა თავს. შედეგად, 49 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები